გიორგი კოპაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

გიორგი კოპაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ქალაქ ახალციხეში, გურამიშვილისა და ხმალაძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მთავრობის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა. „მნიშვნელოვანია სწრაფი ნაბიჯები წინ, რადგან თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ეკონომიური კეთილდღეობა“,-აღნიშნა გიორგი კოპაძემ.