ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს და ამავე სამსახურის გამომძიებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს და ამავე სამსახურის გამომძიებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსს და ამავე სამსახურის გამომძიებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქრთამის აღებაში ბრალდებულ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს წინასწარი პატიმრობა იმ მოტივით შეეფარდათ, რომ არსებობს დასაბუთებელი ვარაუდი, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების და ასევე, მიმალვის საფრთხეები. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარეებს გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეეძლებათ.