საფრანგეთში ავარიის შედეგად 20 წლის მორაგბე რამაზ მამედოვი გარდაიცვალა

საფრანგეთში ავარიის შედეგად 20 წლის მორაგბე რამაზ მამედოვი გარდაიცვალა

საფრანგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის მორაგბე, კლუბ "რუანის" ახალგაზრდული გუნდის ბურჯი რამაზ მამედოვი გარდაიცვალა. 

lerugbynistere.fr-ის ცნობით, მამედოვი სკუტერით განათების ბოძს შეეჯახა. მორაგბე რუანის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

შემთხვევა 14 სექტემბერს საღამოს მოხდა. რამაზ მამედოვთან ერთად მისი ქართველი მეგობარიც იმყოფებოდა, რომელმაც მცირე დაზიანებები მიიღო.

საფრანგეთში წასვლამდე რამაზ მამედოვი კლუბ თბილისის "ხულიგანას" ღირსებას იცავდა.