"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, კახა კალაძე გორში, ოკუპანტების მიერ 17 წლის ჯონი ჩოჩიშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება.
"ფაქტი ძალიან ცუდია. ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დროულად იქნას გათავისუფლებული",- აცხადებს კახა კალაძე.
დღეს, გორში, საოკუპაციო ძალებმა არასრულწლოვანი, 17 წლის ჯონი ჩოჩიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.