დავამთავროთ ძალადობა, მთავარია მეტი სიყვარული და პატივისცემა - კახა კალაძე

დავამთავროთ ძალადობა, მთავარია მეტი სიყვარული და პატივისცემა - კახა კალაძე

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კულტურა უნდა ამაღლდეს და ძალადობა მორჩეს.

მისი თქმით, შეესაძლებელია, რომ საარჩევნო პროცესში არ მოხდეს ხელის შეშლა, დაპირისპირება და ერთმანეთისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა გადავიყვანოთ ახალ საფეხურზე - დავამთავროთ ეს დესტრუქციული ქმედებები, შეურაცხყოფების მიყენება, ძალადობა. მათავარია, მეტი სიყვარული, პატივისცემა, შესაბამისად, საზოგადოება ამას აუცილებლად დააფასებს",- განაცხადა კახა კალაძემ.