კონტროლის პალატაში მოწმის სტატუსით ის მოქალაქეები დაიბარეს, რომელთა კერძო საკუთრებაშიც კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისებია განთავსებული. ფართის მფლობელებს კონტროლის პალატისგან შესაბამისი უწყებები მიუვიდათ.
კონტროლის პალატის თბილისის ოფისში მათ გასაუბრებას ადვოკატები ეკა ბესელია და არჩილ კბილაშვილი ესწრებოდნენ. კონტროლის პალატის წარმომადგენლები ფართის იჯარით გადაცემის საკითხით დაინტერესდნენ. თბილისის გარდა მოქალაქეები კონტროლის პალატის ბათუმისა და ქუთაისის ოფისებშიც დაიბარეს. კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ დაწყებულია საქმის წარმოება კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ იჯარით აღებულ ფართებთან დაკავშირებით.