სირიაში კოალიციური ძალების ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ინფორმაციის მინისტრის ლიკვიდაცია მოახდინა

სირიაში კოალიციური ძალების ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ინფორმაციის მინისტრის ლიკვიდაცია მოახდინა

სირიაში ავიადარტყმის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ. ინფორმაციის მინისტრი ვაილ ადილ სალმან ალ-ფუიადი დაიღუპა. 
ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. უწყების ცნობით, ტერორისტი პროპაგანდისტული მასალების გავრცელებაზე იყო პასუხისმგებელი. 
პენტაგონის ცნობით, ალ-ფუაიდი 7 სექტემბერს, სირიის ქალაქ რაყასთან დაიღუპა, ავიადარტყმა კოალიციური ძალების ავიაციამ მიიტანა.
გასულ თვეს ამერიკულმა ავიაციამ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პრესსპიკერის, აბუ მუჰამად ალ-ადნანის ლიკვიდირება მოახდინა.