გელა დუმბაძე - ლევილის მამულის ქართველი ხალხისთვის გადმოსაცემად დასკვნითი აქტი 23 სექტემბერს გაფორმდება

გელა დუმბაძე - ლევილის მამულის ქართველი ხალხისთვის გადმოსაცემად დასკვნითი აქტი 23 სექტემბერს გაფორმდება

23 სექტემბერს, ლევილის მამულის ტერიტორიაზე განხორციელდება ხელმოწერა დასკვნით აქტზე, რომლის შედეგად, ლევილის მამული 25 წლიანი გზის შემდეგ დაუბრუნდება მის კანონიერ მესაკუთრეს - ქართველს ხალხს, - ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ ჟურნალისტებს გუშინ, მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა. 
როგორც გელა დუმბაძემ აღნიშნა, საქართველოს უბრუნდება თავისი საკუთრება პარიზიდან 37 კილომეტრში, 5 ჰექტრამდე მიწა და შატო. „მე მინდა, რომ ეს პროცესი იყოს განხილული, როგორც საშუალება, როგორც სულიერი ინსპირაცია უფრო დიდი ტერიტორიების დასაბრუნებლად, ღირსებით და მშვიდობიან პირობებში“, - განაცხადა გელა დუმბაძემ. 
მისივე განმარტებით, მაისში მიღებული განკარგულების შედეგად, გადმოცემის პროცესის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას გათვალისწინებული აქვს 10 წლის განმავლობაში ამ პროცესისთვის დახარჯოს 5 600 000 ევრო და საჭიროების შემთხვევაში თანხები დაემატება.