„ქართული ოცნება“ – გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის დაპირისპირება

„ქართული ოცნება“ – გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის დაპირისპირება

„ქართული ოცნება“ ზუგდიდსა და თეთრიწყაროში მათი პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებს სპეციალური განცხადებით ეხმიანება. 
„დღეს დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების ორი ფაქტი ზუგდიდსა და თეთრწყაროში. ორივე შემთხვევაში ინციდენტი მოხდა „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენთვის მიუღებელია საარჩევნო პროცესში ნებისმიერი სახის დაპირისპირება და მით უმეტეს ძალადობა. 
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ორივე ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დარწმუნებულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ეფექტურად წარმართავენ საგამოძიებო პროცესს და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა შესაბამის პირს. კვლავ გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება“, - ნათქვამია ”ქართული ოცნების” განცხადებაში.