"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ მარიხუანა აფთიაქებში უნდა იყიდებოდეს.
ბურჭულაძის აზრით, მარიხუანას გაყიდვა უნდა ხდებოდეს არა გადამყიდველების მხრიდან, არამედ აფთიაქებში.
"ჩემი აზრით, აფთიაქებში ექიმი უნდა წერდეს რეცეპტს. ამით ჩვენ აღმოფხვრით ძალიან დიდ კონტრაბანდას. არ შეიძლება, რომ ხანდახან არ გაიზიარო ის, რაც ევროპის ქვეყნებშია. ზუსტად ასეთი პირობებია ნიდერლანდებში, ავსტრიაში. საერთოდ, ნარკომანს არ უნდა ეშინოდეს, იმისა რომ მას დაიჭერენ და არ უნდა მალავდეს, რომ ის არის ნარკომანი. როცა ადამიანი ხვდება, რომ ის არის ნარკომანი, შეუძლია მივიდეს ექიმთან და ექიმმა უნდა უმკურნალოს. ეს არის მათი გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა - რომ ის არ მალავდეს, მივიდეს ექიმთან და ექიმმა გამოუწეროს რეცეპტი. ეს არის ძალიან ჰუმანური და თანამედროვე გზა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ "PalitraNews"-ის ეთერში.