ქალაქის ხელმძღვანელობის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, გასული წლიდან, ფოთის ტერიტორიაზე ათასობით კერძო მფლობელობაში არსებული ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა. მფლობელების ნაწილს, შესაბამისობის დოკუმენტები წესრიგში აქვს, ამის მიუხედავად, არცერთ მათგანს, ფულადი კომპენსაცია არ მიუღია.
შეხვედრაზე მისული კერძო მესაკუთრეები და თვითმმართველობის წარმომადგენლები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საკრებულოს წევრმა, კახა გუგუჩიამ, ავტოფარეხების დემონტაჟი, მფლობელების ნება-სურვილით ახსნა.
საკუთრების უფლებაშელახული ადამიანები, თავის გამოსვლებში ამბობენ, რომ ავტოფარეხების აღება შანტაჟით, მუქარითა და ძალდატანებით მოხდა. მათი ნაწილი, სასამართლოში ჩივილსა და საკუთრებაზე უფლების აღდგენას აპირებს.
ხელისუფლების მხრიდან დაზარალებულებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტები უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევენ.
პროექტის ფარგლებში მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოებთან შეხვედრები პერიოდულად გაიმართება,
შეხვედრა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრის“ ინიციატივით, პროექტის „მოქალაქეები საკუთრების უფლების დასაცავად“, ფარგლებში მოეწყო. ორგანიზაციას ფინანსურ მხარდაჭერას EWMI G-PAC უწევს.