თბილღვინოს დირექტორი, ზურაბ მარგველაშვილი ეკონომიკის განვითარების კუთხით, საქართველოს მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს.
მარგველაშვილის თქმით, საბაჟო გადასახადის განულება მნიშნელოვანი ბიძგი იქნება ღვინის ექსპორტის გაზრდის თვალსაზრისით, რაც ქართული მეღვინეობისა და ზოგადად ეკონომიკისთვის, დადებითი მოვლენა.
"ეკონომიკის განვითარების კუთხით, მთავრობის მუშაობა არის დადებითი. ყოველგვარი გარდამავალი პერიოდის გარეშე, უახლოეს თვეებში მოხდება ხელმოწერა და მომავალი წლის შუა პერიოდიდან, ქართულ ღვინოზე გავრცელდება ჩინეთში ნულოვანი საბაჟო განაკვეთი, ანუ ჩინეთში, ქართული ღვინის იმპორტი იქნება ნულოვანი საბაჯო განაკვეთით. დღეის მდგომაროებით, ქართული ღვინის მზარდი ექსპორტია ჩინეთში, შესაბამისად, საბაჟო გადასახადის განულება მნიშნელოვანი ბიძგი იქნება ღვინის ექსპორტის გაზრდის თვალსაზრისით, რაც ქართული მეღვინეობისთვის და ზოგადად ეკონომიკისთვის, დადებითი მოვლენა", - განაცხადა მარგველაშვილმა
ცნობისათვის, ეკონომიკის მინისტრ, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგრო პროდუქტები ჩინეთის ბაზარზე ნულოვანი ტარიფით შევა.