ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საზღვაო აკადემია, რომელსაც საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობა აქვს

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საზღვაო აკადემია, რომელსაც საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობა აქვს

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საზღვაო აკადემია, რომელსაც აქვს საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

„საქართველო არის საზღვაო ქვეყნა. საქართველო თანდათან იმტკიცებს იმიჯს და იბრუნებს იმ ძალიან დიდი მნიშვნელობას სატრანზიტო ქვეყნის, რომელიც მას ისტორიულად ჰქონდა. საქართველომ 2014 წელს განაახლა საზღვაო სერთიფიკატების საერთაშორისო აღიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო განათლებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საზღვაო აკადემია, რომელსაც აქვს საერთაშორისო რეგიონული მნიშვნელობა და საქართველო ამზადებს უმაღლესი კვალიფიკაციის მეზღვაურებს, რომლებიც 2014 წლიდან მოყოლებული უფლებამოსილი არიან იმუშაონ საერთაშორიო მასშტაბით. დღეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ყოფნა ბათუმში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. დღეს რამდენიმე მემორანდუმზე მოეწერა ხელი, რომელსაც ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.