სამოქალაქო ომი ჩვენი მოუმზადებლობის, შეცდომების შედეგი გახლდათ

სამოქალაქო ომი ჩვენი მოუმზადებლობის, შეცდომების შედეგი გახლდათ

დღესაც ვცდილობთ გადავაფასოთ რა მოხდა 90-იან წლებში და რაც მთავარია,  ვფიქრობ, რომ მოჯადოებული წრიდან გამოვედით, - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას: მოჯადოებული წრე, რომელიც საქართველომ ვერ გაარღვია, გამოიწვია თუ არა 90-იანი წლების არასამრთლებრივმა შეფასებამ.

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა მისი ამაღლებული დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას მიმართ და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მთავრობის დროს მოხდა პირველი პრეზიდენტის საქმის გადაკვალიფიცირება.

"ახალი ხელისუფლების დროს მოხდა ზვიად გამსახურდიას საქმის კვალიფიკაციის შეცვლა - თვითმკვლელობის ნაცვლად მკვლელობაზე მიდის გამოძიება დღეს. იქ რაც მოხდა საერთოდ, სამოქალაქო ომი და ომი ზოგადად, არც ერთ არ არის კარგი და სამოქალაქო ომი არის საერთოდ საშინელება, ჩვენ ეს მოვახერხეთ ,ჩვენი მოუმზადებლობის, ჩვენი შეცდომების შედეგი გახლდათ ეს ყველაფერი ერთად. დღესაც ვცდილობთ გადავაფასოთ რა მოხდა 90-იან წლებში და რაც მთავარია,  ვფიქრობ, რომ მოჯადოებული წრიდან გამოვედით ჩვენ, ეს 4 წელიწადი საქართველო მიდის აბსოლუტურად სწორი მიმართულებით, მას ჰყავს სწორი ხელისუფლება, ხალხის სამსახურში მდგომი ხელისუფლება“,- განაცხადა ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა.