გიორგი კვირიკაშვილს აქვს ყველა მონაცემი, რომ სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს

გიორგი კვირიკაშვილს აქვს ყველა მონაცემი, რომ სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს

დღევანდელი „ქართული ოცნება“ არის ხარისხობრივად უკეთესი, ვიდრე ჩემს დროს იყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე ადამიანზე, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილზე აკეთებს აქცენტს.

„დღევანდელი „ქართული ოცნება“ არის ხარისხობრივად უკეთესი, ვიდრე ჩემს დროს იყო. რამდენიმე კაცზე და კვირიკაშვილზე გავაკეთებდი ძირითადად აქცენტს, ეს კაცი, გარწმუნებთ და ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, არ იბრძვის სავარძლისთვის.  ერთადერთი ნაკლი, რაც აქვს, პატარა გადაცდომის დროსაც კი, შეიძლება, უარი თქვა თავის სავარძელზე, რამე რომ მოხდეს ისეთი, ისეთი დამოკიდებულება აქვს. არსად გაგვექცეს, დაუდარაჯდით კვირიკაშვილს. ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ქვეყანა მართოს სამართლიანად. მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთ პირველ პირს, როგორიც არის კვირიკაშვილი.  უფრო მეტსაც ვიტყოდი - კვირიკაშვილმა მოკლე დროში, საგარეო საქმეთა მინისტრობიდან მოყოლებული, სწრაფად გახდა დიპლომატი, სწრაფად აჩვენა თავისი ნიჭიერება, ძალიან სწრაფად მოვიდა ევროპიდანაც და ამერიკიდანაც უაღრესად აღფრთოვანებული შეფასებები”, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ასეთივე აღფრთოვანებული იყო თავის დროზე დავით უსუფაშვილიც, მაგრამ რატომღაც მერე უეცრად გადაუსვა ხაზი ყველაფერს.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის თქმით,  კვირიკაშვილის ინიციატივით მოხდა ის, რაც თავის დროზე თავად ვერ გაბედა. საუბარია მოგების გადასახადის გაუქმებაზე. 

„თავის დროზე მეც მინდოდა მოგების გადასახადის გაუქმება, როდესაც მოვედი მთავრობის მეთაურად, მაგრამ რომ შევხედე სიტუაციას, ვერ გავბედე. კვირიკაშვილმა გაბედა ეს. კვირიკაშვილი არათუ კარგი პოლიტიკოსია დღეს, არათუ საუკეთესო პოლიტიკოსად დარჩება საქართველოს ისტორიაში, მას აქვს ყველა მონაცემი, რომ ის სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს და ასეთი სახელით წავიდეს პოლიტიკიდან”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.