რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კოშკას მცხოვრები ვალიკო ხიზანიშვილი დააკავეს. საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული და ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი დაუდასტურეს. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, სუს-ში დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.