11 სექტემბერი, სატელევიზიო საინფორმაციო ეთერში გასული ვიდეომასალები საარჩევნო თემატიკაზე:
1.ტვპირველი: აქცია ცესკოსთან კვლავ გრძელდება. ბლოკი თოფაძე-მრეწველები-ჩვენი სამშობლოს წევრები პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართავენ. ისინი ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და მათი ბლოკისთვის რეგისტრაციის აღდგენას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ცესკოში აცხადებენ, რომ თამარ ჟვანია მოშიმშილეებთან შეხვედრას არ აპირებს, მათი თქმით, ჟვანიას კანონმდებლობით აქვს ვადა აღნიშნული საკითხის განსახილველად.
2.მაესტრო: ბათუმში დამოუკიდებელი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი საარჩევნო ბანერის განთავსების მიზანმართულ ხელის შეშლაზე საუბრობს. ახვლედიანი ამბობს, რომ ქალაქის საკრებულომ მისი საარჩევნო კამპანიის შესაზღუდად აქტი მიიღო. საუბარია ცვლილებაზე, რომელიც გარკვეულ ადგილებში საარჩევნო პლაკატების გაკვრას კრძალავს. ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ კანონში ცვლილება 2012 წლიდან შევიდა. ახვლედიანის პლაკატი ჭავჭავაძის ქუჩაზე მერიაში კანონის დარღვევად შეაფასეს და ორი დღის წინ ჩამოხსნეს.
3.აჭარა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელვაჩაურის გამგეობას. საკრებულოს დეპუტატ მიშა ბოლქვაძის განცხადებით ხელვაჩაურის გამგებელი თანამშრომლებთან ერთად ამომრჩეველს სამუშაო საათებში ხვდება. ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და საპირისპიროს აცხადებს ხელვაჩაურის გამგებელი.
იხილეთ ბმული: 11.09.2016.
11 სექტემბერი, ელექტრონული მედია:
საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე“
სვირის უბანზე „ნაციონალი“ მდივანი დააბრუნეს, თავმჯდომარე კი მოხსნეს