„რამაზ ნიკოლეიშვილი რომ გეყოლება სიაში, უფლება აღარ გაქვს კონკურენტების სია აკრიტიკო. მეგონა ნაციონალებმა ისწავლეს რაღაცეებზე. თურმე ვერ.....
P.s. კორუმპირებული იყო? იყო! მერე ქოცებთან გადასკუპდა? გადასკუპდა? რატომ შეიყვანეთ სიაში? ფულის გამო? ფული ბიძოს რომ აქვს მაგდენი უნდა და პირდაპირ რომ გაურიგდეთ არა?!“
ეს პოსტი ჟორჟოლიანს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უდევს. ისე როგორ იქნებოდა, ნანუკასთვის მხარი მის საუკეთესო მეგობარსა და მეოხს, ელისო კილაძეს რომ არ აება. ნიკოლაისვილის და ნაციონალების სიის გაქილიკება დაქალებმა ერთ ხმაში დაიწყეს. აი, რას წერს კილაძე სოციალურ ქსელში:
"ქართული ოცნების"ხელისუფლებაში მოსვლის მერე ბიზნესის და წილების განაწილების თემა ბიძინა ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს ჩაბარდა.ბუნებრივია,მთავარი თემა ნაცებთან დაახლოებული ბიზნესმენების ფინანსური სქემები იყო.დონ უჩას მაშველი მალე გამოუჩნდა რამაზ ნიკოლაიშვილის სახით.ნიკოლაიშვილმა ბევრი კარტი გაუხსნა მამაცაშვილს,აზერბაიჯანის მიმართულების ჩათვლით.(გამგები გაიგებს )
დღეს ეს პორტირებული ქოცი ნაცების საარჩევნო სიაში მეოცე ნომერია !
ბარემ,პირდაპირ უჩა მამაცაშვილი ჩაგეწერათ !
ასე აპირებთ თქვენ სამართლიანობის დამკვიდრებას ?ამიტომაც,არ მჯეროდა არასოდეს თქვენი ფერისცვალების და ამიტომაც ვერ მიიღებთ ჩემგან მხარდაჭერას !!!!
დანარჩენზე 9 ოქტომბერს არჩევნების შედეგების მერე ვილაპარაკოთ !!!!
მართალია ქალბატონი ელისო, დანარჩენზე 9 ოქტომბრის შემდეგ ვილაპარაკოთ, მაგრამ ეჭვი გვაქვს, 9-ში სალაპარაკო არც არაფერი იქნება..