თურქეთმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ განხორციელებულ უკანონო დაპატიმრებებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოსაგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა გააკეთა.
მისივე თქმით, თურქეთში 15 ივლისს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სავარაუდოდ გარეული პირების შესახებ მტკიცებულებები უნდა გამოვლინდეს და გადატრიალების მცდელობის სავარაუდო მთავარ ბრალდებულად წოდებულ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში მყოფ დაწესებულებებში მუშაობის გამო მთავარი სამიზნე მასწავლებლები და ჟურნალისტები არ უნდა ხდებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა თურქეთისტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გასამართლდეს.
სააგენტო Reuters-თან საუბრისას იაგლანდმა განაცხადა, რომ ″თურქულ მხარეს ვეუბნებით, რომ უტყუარი მტკიცებულების საშუალებით,სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან მყოფი ადამიანები და ასე თუ ისე გიულენის მოძრაობასთან კავშირში მყოფი ან და მათთან მომუშავე ადამიანები ერთმანეთისგან უნდა განაცალკევონ″.
″ეს ადამიანები, შეიძლება არცარიან დამნაშავეები. გიულენთან კავშირში მყოფ სკოლებსა და მედია საშუალებებში მომუშავე პერსონალს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მათთან მუშაობენ, მათ ავტომატურად სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ჩარევისათვის ვერ დაადანაშაულებთ″ - აღნიშნა იაგლანდმა.
იაგლანდმა, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლაც დაგმო.
″ჟურნალისტები ტერორისტული დაჯგუფების საქმიანობას აშუქებენ, რაც მათი მოვალეობაა.ჟურნალისტებისდადანაშაულება მხოლოდ იმიტომ, რომ ტერორისტების შესახებ მომზადებული ინფორმაცია გააშუქეს, არ შეიძლება″ - განაცხადა მან.
წყარო:http://www.sozcu.com.tr/2016/dunya/son-dakika-jagland-turkiye-aihme-verilebilir-1383143/