საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი:  საფრანგეთს საქართველოში საჰაერო არმიის ოფიცერი ეყოლება

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: საფრანგეთს საქართველოში საჰაერო არმიის ოფიცერი ეყოლება

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაფორმებული თავდაცვითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დეტალებს განმარტავს. როგორც მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ დოკუმენტში საიდუმლო არაფერია და თანამშრომლობა, ნატო-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელდება.

”ცის და საჰაერო დაცვა, ქვეყნის სუვერენობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. როცა საუბარი ეხება დახმარებას, გეტყვით, რომ საქართველოს და ნატო-ს შორის არსებობს არსებითი პაკეტი, რაც ნიშნავს საჰაერო უსაფრთხოების სისტემების ადაპტირებას საქართველოსთვის. ამ საკითხში, საფრანგეთის როლი არის თანამშრომლობა საჰაერო თავდაცვის საკითხებში”, - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.

მინისტრის თქმით, საფრანგეთი მალე შესთავაზებს საქართველოს სამოქმედო გეგმას, რომ საქართველომ შეძლოს თავისი საჰაერო სუვერენობისთვის საჭირო აღჭურვილობის ქონა. მისივე განმარტებით, საფრანგეთს საქართველოში საჰაერო არმიის ოფიცერი ეყოლება, რომ ამ ყველაფერს თვალყური ადევნოს.