ქართველმა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა

რიოს პარალიმპიადაზე, 90-წონით კატეგორიაში ქართველი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო დაამარცხა. გოგოჭურმა ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან იპონით გაიმარჯვა. გოგოჭურმა იპონით იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც მეტოქედ ამერიკელი დარტანიონ კროკეტი ჰყავდა. 
პარალიმპიადაზე გოგოჭურმა საქართველოს ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა.