კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნულ ირინა იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს წარმატებებს უსურვებს

კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნულ ირინა იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს წარმატებებს უსურვებს

”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნულ ირინა იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეს წარმატებებს უსურვებს.

„მათ გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო. ქალბატონო ირინა ჩვენი თანამებრძოლი იყო 2011 წლიდან და გულწრფელად წარმატებებს ვუსურვებ”, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დღეს დანიშნა.