ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" ლიდერი, აიმან აზ-ზავაჰირი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ აშშ-თვის და მისი მოკავშირებისთვის, 11 სექტემბრის ტერაქტი მხოლოდ "სილის გაწვნა" იყო.
"ამ დღეებში ჩვენ ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და პენსილვანიაში განხორციელებული დიდებული თავდასხმის 15 წლის იუბილეს აღვნიშნავთ",- აცხადებს ლიდერი.
აზ-ზავაჰირი იმუქრება, რომ "თუ აშშ არ შეწყვეტს თავის მოქმედებებს, 11 სექტემბერი ათასჯერ განმეორდება".
20-წუთიან ვიდეო მიმართვაში "ალ-ქაიდას" ლიდერი, მხარდამჭერებს აშშ-სა და მისი მოკავშირეების თავდასხმისაკენ მოუწოდებს.