სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა

"დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ, 6 და 7 სექტემბერს, კახეთის რეგიონში რამდენიმე მასშტაბური სეტყვასშიში ღრუბლის მასა გაანეიტრალა.

"დელტას" ინფორმაციით, 6 სექტემბრის 16:40 საათიდან ახმეტის რაიონში განვითარდა სეტყვასშიში ფრონტალური ღრუბლის მასა.

17:38 საათიდან 19:07 საათამდე ღრუბლის ფრონტი ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და სიღნაღის რაიონებში ეტაპობრივად გავრცელდა. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 30 მმ.

17:41 დან 19:24 საათამდე ღრუბლის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით ეტაპობრივად დამუშავდა. გასროლილ იქნა 100 ერთეულამდე რაკეტა.

7 სექტემბრის 13:34 სათიდან დედოფლისწყაროს რაიონში შიდამასიური ღრუბელი განვითარდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 10-25 მმ, სეტყვის მოსვლის ალბათობა კი 80 % იყო.  18:30 დან 20:09 საათამდე შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბელი თელავის, ახმეტის, გურჯაანის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონებშიც წარმოიშვა.

19:12 საათიდან 22:07 საათამდე  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ ღრუბლების ეტაპობრივი დამუშავება განხორციელდა. გასროლილი იქნა 60  ერთეულამდე რაკეტა.

დამუშავების შედეგად, ნალექის მასები უწვრილესი სეტყვის და წვიმის სახით ჩამოიცალა.