"ქართული ოცნების" წევრი, თამარ ჩუგოშვილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სოციალურ ქსელში, ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
თამარ ჩუქოშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს ფოტოს, სადაც აღნიშნულია, თუ რომელი პროგრამის მეშვეობით მოხდა მისის წავლის დაფინანსება.
"ჩემი ჰარვარდში სწავლის დაფინანსება, როგორც ჩანს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, ხოდა სპეკულაციები რომ მორჩეს, აგერ მეგობრებო, სრულადაა დაფინანსებული თავად ჰარვარდის ერთ-ერთი ფელოუშიპ პროგრამით...
Nino Danelia იქნებ გვარამიას კითხო მისი სწავლა ვინ დააფინანსა 120 000-ით, ყოველი შემთხვევისთვის, რადგან თვითონ სწავლის დაფინანსებას ვალში ყოფნად თვლით",- წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩუგოშვილი.