ნაძალადევის  უფასო სასადილოებით ყოველდღიურად 7 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს

ნაძალადევის უფასო სასადილოებით ყოველდღიურად 7 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს

ნაძალადევის რაიონში არსებულ სასადილოებში ყოველდღიურად 7 ათასამდე მოქალაქე იკვებება. სასადილოები რაიონის ოთხივე უბანშია განთავსებული და მასზე ზედამხედველობას გამგეობა ახორციელებს. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ცხელი სადილის მიღება დილის 11 საათიდან 15 საათამდე შეუძლიათ.

რაიონში ამჟამად 10 სასადილო ფუნქციონირებს.

უფასო სასადილოების მუშაოების პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი  დავით გოგიძე ადგილზე გაეცნო.

,,სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვა ნაძალადევის  გამგეობის ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამიტომ ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანია, რომ  რაიონის სასადილოებში მოსულ ბენეფიციარებს ხარისხიანი საკვები და მომსახურება დახვდეთ,‘’- განაცხადა დავით გოგიძემ.