დავით სონღულაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა

დავით სონღულაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა

კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლების გაცნობით დაიწყო. მოგვიანებით იგი ესტუმრა  ფრანგულ-ქართულ კლინიკას „კახეთი-იონი“. ასევე, შეხვდა ბაგა-ბაღების მენეჯერებსა და ვაჩნაძიანის, კალაურის სოფლების მოსახლეობას.

„ჩემი მიზანია, რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებით განხორციელდეს. ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი გურჯაანში პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა, სადაც შესაძლებელი იქნება აგრონომების, ინჟინრების, სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების მოთხოვნადი პროფესიების დაუფლება,“ - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.