გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, მარიამ საჯაია და კობა სუბელიანი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ

გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, მარიამ საჯაია და კობა სუბელიანი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელი არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებს. 
”ნაციონალურ მოძრაობას” 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის არც მაჟორიტარულ ოლქებში წარუდგენია და არც საარჩევნო სიაში შეუყვანია მათი რამდენიმე ცნობილი სახე, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის წევრია. ესენი არიან: გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, მარიამ საჯარია, კობა სუბელიანი, გიორგი კარბელაშვილი, პაატა ლეჟავა, შოთა მალაშხია. 
”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ცესკოს 200-კაცისგან შემდგარი პროპორციული საარჩევნო სია წარუდგინა.