სადაც არ უნდა ვიყო, რა სფეროშიც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ჩემი ხალხის გვერდით

სადაც არ უნდა ვიყო, რა სფეროშიც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ჩემი ხალხის გვერდით

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის თანამდებობა პრინციპულად მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა.

კალაძე აცხადებს, რომ არჩევნების შემდგომ, "ქართული ოცნების" გუნდი გადაწყვეტს, იქნება თუ არა ის  წარმოდგენილი კვლავ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

"ჩემთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი არ არის თანამდებობა. ჩემთვის მთავარია სად დავჭირდები გუნდს, ჩემს ქვეყანას, თუმცა უპირველესია ის, რომ სადაც არ უნდა ვიყო, რა სფეროშიც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ჩემი ხალხის გვერდით. მე ყოველთვის ვატარებდი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, დღესაც ასეა და ამგვარად იქნება მომავალშიც",-აღნიშნა კალაძემ "იმედის" ეთერში".