გერმანიის თავდაცვის მინისტრი - დროა, “თავდაცვის შენგენი” გავაკეთოთ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - დროა, “თავდაცვის შენგენი” გავაკეთოთ

ნატო-ს საკითხებზე ლიტვაში მყოფი გერმანიის თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის თავდაცვაზე საუბრობს. როგორც euroline.ge წერს, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, “დროა ევროპის თავდაცვის კავშირისკენ ვიმოძრაოთ და ფაქტობრივად თავდაცვის შენგენი გავაკეთოთ”.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს არის “ის რასაც ჩვენგან ამერიკელები მოელიან”. 

„ურსულა ფონ დერ მეიერის განცხადება მერკელის, რენძისა და ოლანდის ცოტა ხნის წინანდელი განცხადების გაგრძელებაა, რომლის თაობაზე საუბარი ჯერ კიდევ 1950 წლიდან დაიწყო. კერძოდ, გერმანიის ნატო-ში წევრობის მაცვლად იმ დროს საფრანგეთის პრემიერმა რენე პლევანმა ევროპის თავდაცვის გაერთიანების იდეა წამოსწია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სხავადასხვა ფორმით არაერთხელ იქნა ინიცირებული, თუმცა მუდმივად იბლოკებოდა ბრიტანეთის მიერ.

ევროპის თავდაცვის გაერთიანების შექმნის ინიციატივას აქტიურად უჭერენ მხარს ევროპის სახალხო პარტიაში. ამჟამად, მთლიანი ევროპის თავდაცვაზე დახარჯული ბიუჯეტი ამერიკის მიერ გაწეული ხაჯების ნახევარის არ არის და მისი ეფექტურობა 10%-ს არ აღემატება“, - წერს უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euroline.ge და ხაზს უსვამს, რომ ინიციატივის მთავარი არსი ევროკავშირის ხელშეკრულების 42-ე მუხლის ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის მსგავსად ამოქმედებაა. 

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=12715