დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ლიდერმა რუსეთთან მიერთებისთვის მზადების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა

დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ლიდერმა რუსეთთან მიერთებისთვის მზადების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა

დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. ლიდერმა ევგენი შევჩუკმა რუსეთთან მიერთებისთვის მზადების დაწყების შესახებ გასცა ბრძანება. 

რუსული პრესის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი შევჩუკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად დასახელებულია დნესტრისპირეთის სამართლებრივი სისტემის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, რითაც სპეციალური კომისია დაკავდება. 

ევგენი შევჩუკის ინიციატივას მოლდოვას მთავრობა გამოეხმაურა და აღნიშნულ განკარგულებას „პოპულისტური ნაბიჯი“ უწოდა.