კახა კალაძე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს

კახა კალაძე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებს

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბრიფინგს გამართავს და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას გააკეთებს. როგორც ცნობილია, მას მინისტრის თანამდებობის დატოვება არჩევნებში მონაწილეობის გამო უწევს. 
კალაძის ბრიფინგი ენერგეტიკის სამინისტროში 15:00 საათზე დაინიშნა. 
კალაძე მმართველი გუნდის პარტიული სიის მე-2 ნომერი იქნება, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ გარკვეული პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია. ასეთია მინისტრიც.
არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ ცესკო-ში საარჩევნო სიის წარდგენის ვადა გუშინ ამოიწურა.