გიორგი რუხაძის განცხადებით, “პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ სიაში ყოფნაზე უარი თავად თქვა

გიორგი რუხაძის განცხადებით, “პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ სიაში ყოფნაზე უარი თავად თქვა

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი გიორგი რუხაძე მათი ბლოკის საარჩევნო სიაში ყოფნაზე უარს აცხადებს. 

როგორც რუხაძე აცხადებს, ამის მიზეზი „პირადი მოსაზრებებია“. 

„მადლობა ყურადღებისთვის, ჟურნალისტებს კი ინტერესისთვის. დაწვრილებით ალბათ მომავალში ვისაუბრებთ. დღეს რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ, პირადი მოსაზრებებით ვთქვი უარი პარტიულ სიაში ყოფნაზე. სატელევიზიო კომენტარებზე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“, - წერს გიორგი რუხაძე სოციალურ ქსელში.

მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ბლოკის საარჩევნო სია გუშინ წარადგინა. ამ ეტაპზე სიის პირველი 12 წევრის ვინაობაა ცნობილი. ”სახელმწიფო ხალხისთვის” საარჩევნო სია ასეთი გამოიყურება: 1. პაატა ბურჭულაძე, 2. გიორგი ვაშაძე, 3. დავით ჯანდიერი, 4. ვახტანგ მეგრელიშვილი, 5. ირაკლი ყიფიანი, 6. იაგო ხვიჩია, 7. დავით კიზირია, 8. გიორგი მელაძე, 9. მელორ ტყეშელაშვილი, 10. მამუკა კაციტაძე, 11. გიორგი პაპავა და 12. ზურაბ ჯაფარიძე.