ზურაბ ტყემალაძე ცესკო-ში „საჩხუბრად მისვლას“ გეგმავს

ზურაბ ტყემალაძე ცესკო-ში „საჩხუბრად მისვლას“ გეგმავს

„მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “საჩხუბრად მისვლას“ გეგმავს. ამის შესახებ ტყემალაძემ „ინტერპრესნიუსს“, ცესკო-ს მიერ მათი საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. მისივე მტკიცებით, „მრეწველებს“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი აქვთ. 

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა დუკუმენტი გვაქვს მიტანილი. ახლა ვაპირებ იქ საჩხუბრად მისვლას“, - განაცხადა ტყემალაძემ. 

„თოფაძე -მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ წარმომადგენლები ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არიან შეკრებილები. 

ცესკო-ს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებით, „თოფაძე -მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაცია ვერ გაიარა. მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას საარჩევნო სია არ ერთვოდა, რაც რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდა.