მთავრობის წევრები მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გავაგრძელოთ მუშაობა, - ასე ხსნის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე იმ ფაქტს, რომ იგი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიაში არ ფიგურირებს.
ბაქრაძის თქმით, ის პარტიულ საქმიანობას აგრძელებს.
„მე, როგორც ამ გუნდის წევრი, როგორც პოლიტიკური საბჭოს წევრი, ვაგრძელებ აქტიურ მუშაობას პარტიული საქმიანობის კონტექსტში. თუმცა ჩვენ, მთავრობის წევრები ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაგრძელოთ სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლებაში მუშაობა“, - განაცადა დავით ბაქრაძემ.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარულ და პროპორციულ საარჩევნო სიებში მინისტრთა კაბინეტის მხოლოდ სამი წევრი - პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ფიგურირებს.