ზაზა ბიბილაშვილი:

ზაზა ბიბილაშვილი: "მაინცდამაინც სიტყვა "ჩარეცხვა" უნდა იხმარო რომ ამათ არარსებულ თავმოყვარეობას შეეხო?“

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი და ჟურნალისტი დავით პაიჭაძე, სოციალურ ქსელში, ქართული ოცნების მხარდამჭერთა მიმართ მიხეილ სააკაშვილის გამოთქმა „ჩარეცხილების“ გამოყენების შესაძლებლობებს განიხილავენ. "სააკაშვილი ამბობდა, ყველაზე ნიჭიერი ხალხი ვართ მსოფლიოშიო და "ქოცი" ხითხითებდა - რა სისულელეს ამბობსო. ივანიშვილი ამბობს, ხალხი უმწიფარია, სამაგიეროდ, მე ვარ მსოფლიოში ყველაზე მაგარიო და "ქოცი" სრულ ნეტარებაშია მაინცდამაინც სიტყვა "ჩარეცხვა" უნდა იხმარო რომ ამათ არარსებულ თავმოყვარეობას შეეხო?" - წერს ბიბილაშვილი. ბიბილაშვილის სტატუსს ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ეხმაურება. "უნდა იხმარო",-წერს პაიჭაძე.