თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის აქიფ ჩაღათაი ქილიჩის გერმანულ DeutscheWell-ს გადაცემა ConflictZone-ის მიცემული ინტერვიუს ჩანაწერებისსამინისტროს მიერ ჩამორთმევამ გერმანიაში დიდ რეზონანსი გამოიწვია.
გერმანიის ფედერალურ პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს გერმანელმა დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლისას თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის სკანდალური საქციელიგააკრიტიკეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანულმა გაზეთმა Berliner Zeitung-მა თავის მიმოხილვაში თურქეთი გააკრიტიკა.
″თურქეთში თავისუფალი პრესა მკვდარია. თურქეთში ჟურნალისტების ერთმანეთისგან განსხვავება მხოლოდ ასეა შესაძლებელი, ციხიდან გათავისუფლებულები და პატიმრობაში მყოფები. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში ჟურნალისტი ვერ იქნება. მაქსიმუმ ავტოკრატ ერდოღანის ქმნილება იქნება. თუ ქვეყანაში არასწორი პასუხის გაცემა საფრთხესთან არის გაიგივებული, მაშინ იქ აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე საუბარი ზედმეტია. მაგრამ თუ მხოლოდ არასწორი შეკითხვები სახელმწიფო ორგანოების აღშოთებას იწვევს, მაშინ ასეთ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს″- წერს გაზეთი.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის (CDU) წევრი დაკულტურის მინისტრი, მონიკა გრუტერსი: ″თურქეთში გუშინ განვითარებული მოვლენების მსგავსად, რომელიმე ტელევიზიის მიერ ინტერვიუს დასრულების შემდეგჩანაწერების ჩამორთმევის ფაქტს,ჩვენი პრესის თავისუფლების ნორმებსარანაირად არ შეესაბამება″ განაცხადამან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ″ეს ვითარება ძალიან შემაშფოთებელია″.
მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარემ, ჯემ ოზდემირმა DeutscheWelle -სთან საუბრისას განაცხადა, რომ ″თურქეთისსპორტის მინისტრს, საერთაშორისო მედიისთვის ინტერვიუს მიცემა თურქულ მედიაში აერია, სადაც ერთი ტიპის მედია არსებობს. მათთვის სასურველია, რომ ჟურნალისტებმა მათ მიერ მიცემული კითხვები დაუსვან″.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს თურქეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრის აქიფ ჩაღათაი ქილიჩის გერმანულ DeutscheWell-ს გადაცემა ConflictZone-ის მიცემული ინტერვიუს ჩანაწერები სამინისტრომ ჩამოართვა.