თურქეთში 11 000-ზე მეტ პედაგოგს მუშაობის უფლება შეუჩერეს

თურქეთში 11 000-ზე მეტ პედაგოგს მუშაობის უფლება შეუჩერეს

თურქეთში „ქურთისტანის მუშაკთა პარტიასთან“ შესაძლო კავშირების გამო 11 000-ზე მეტ პედაგოგს მუშაობის უფლება შეუჩერეს. 

თურქეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 11 285 მასწავლებელი გამოძიების დასრულებამდე ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს.

თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ აღნიშნული ზომა შესაძლოა, კიდევ 3 ათას მასწავლებელს შეეხოს.

თურქეთში პროფესიულ საქმიანობას 850 000 პედაგოგი ეწევა.