სირიაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი ექსტრემისტული დაჯგუფების, „ჯაბჰათ ფათეჰ აშ-შამის“ მეთაურები დაიღუპნენ.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, სირიის ალეპოს რაიონში ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი აბუ უმარ სარაკები და კიდევ რამდენიმე მეთაური.
აღნიშნული დაჯგუფება, რომელიც მანამდე „ჯაბჰათ ალ-ნუსრას“ სახელით იყო ცნობილი, სირიაში „ალ-ქაიდას“ ფილიალად მიიჩნეოდა, თუმცა ორი თვის წინ „ალ-ქაიდასთან“ ურთიერთობა გაწყვიტა.