საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა უმეტესობა „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიაში ვეღარ მოხვდა.
მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი სიის მიხედვით, „ქართულ ოცნებაში“ რჩებიან დეპუტატები მანანა კობახიძე, რომელიც სიაში მე-12 ნომრითაა წარმოდგენილი, ეკა ბესელია, რომელიც მე-13 ნომრადაა განსაზღვრული, ზვიად კვაჭანტირაძე, რომლის ნომერია 14, ზვიად ძიძიგური - ნომერი 15, გია ჟორჟოლიანი - ნომერი 16. გიორგი გაჩეჩილაძე - ნომერი 17, რუსლან პოღოსიანი - ნომერი 19, მახირ დარზიევი - ნომერი 20.
„ქართული ოცნების“ სიაში შედიან ასევე 22 ნომრით - ლერი ხაბელოვი, 24 ნომრით - ვიქტორ ჯაფარიძე, 25 ნომრით - ნუკრი ქანთარია, 30 ნომრით - ერეკლე ტრიპოლსკი, 32 ნომრით - გიორგი კახიანი, 35 ნომრით - გიგა ბუკია, 37 ნომრით - თემურ ჭკუასელი, 40 ნომრით - დიმიტრი ხუნდაძე, 41 ნომრით - ოთარ ჩრდილელი, 45 ნომრით - კარლო კოპალიანი, 46 ნომრით - გუგული მაღრაძე, 68 ნომერი - გია ვოლსკი, 67 ნომრით - შოთა ხაბარელი, 69 ნომრით - ზაზა პაპუაშვილი, 81 ნომრით - ირაკლი სესიაშვილი, 88 ნომრით - კახა ოქრიაშილი, 91 ნომრით - ზაქარია ქუცნაშვილი, 98 ნომრით - გედევან ფოფხაძე და 106 ნომრით - პაატა კვიჟინაძე.