ფეხბურთელი რევაზ არველაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია

ფეხბურთელი რევაზ არველაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია

ფეხბურთელი რევაზ არველაძე პოლიტიკაში მიდის. ის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგებს უერთდება. 

არველაძე მმართველი გუნდის სახელით პარლამენტის წევრობისთვის იბრძოლებს. ფეხბურთელი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია წარმოდგენილი, სადაც 33 ნომერი უკავია.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის სრული შემადგენლობა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება: 1. გიორგი კვირიკაშვილი, 2. კახა კალაძე. 3. ირაკლი კობახიძე, 4. თამარ ჩუგოშვილი, 5. გიორგი გახარია. 6. აკაკი ზოიძე, 7. თამარ ხულორდავა, 8. რომან კაკულია, 9. სოფიო ქაცარავა. 10. ირინე ფრუიძე, 11. კახაბერ კუჭავა, 12. მანანა კობახიძე, 13. ეკა ბესელია. 14. ზვიად კვაჭანტირაძე, 15. ზვიად ძიძიგური, 16. გია ჟორჟოლიანი, 17. გიორგი გაჩეჩილაძე, 18. ირაკლი კოვზანაძე, 19. რუსლან პოღოსიანი, 20. მახირ დარზიევი. 

„ქართული ოცნების“ სიაში შედიან აჭარის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ასევე კიდევ 20-მდე მოქმედი დეპუტატები - ლერი ხაბელოვი, ვიქტორ ჯაფარიძე, ნუკრი ქანთარია, ერეკლე ტრიპოლსკი, გიორგი კახიანი, გიგა ბუკია, თემურ ჭკუასელი, დიმიტრი ხუნდაძე, ოთარ ჩრდილელი, კარლო კოპალიანი, გუგული მაღრაძე, გია ვოლსკი, შოთა ხაბარელი, ზაზა პაპუაშვილი, ირაკლი სესიაშვილი, კახა ოქრიაშილი, ზაქარია ქუცნაშვილი, გედევან ფოფხაძე და პაატა კვიჟინაძე. 

გარდა ამისა, სიაშია წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული  პირები - ზაზა ხუციშვილი, ბიძინა გეგიძე, მამუკა მდინარაძე, ნინო გოგუაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ოდიშარია, გიორგი მოსიძე, ზაზა გაბუნია, კობა კობალაძე, ლევან კობიაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, არჩილ თალაკვაძე და ოთარ დანელია.