"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა სიის შემადგენლობაზე ისაუბრა.
ტელეკომპანია "GDS"-ის გადაცემა "2030"-ში პირდაპირი ჩართვისას, კალაძემ აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებას" საარჩევნო სია სრულად არ განუახლებია.
"ეს არ არის სრულიად ახალი სია. ეს არის განახლებული სია. როგორც პარლამენტის ძველი წევრები არიან წარმოდგენილნი დღეს საპარლამენტო სიაში, ასევე გვყავს ადამიანები, რომლებიც იბრძოლებენ მაჟორიტარობის მანდატებისთვის. ვფიქრობ, გუნდი, რომელიც არის წარმოდგენილი პარტია "ქართული ოცნების" სახით, შეძლებს იმ ამბიციური გეგმის განხორციელებას, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა. ყველა მიმართულებით ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს, ძალიან დიდი პასუხიმსგებლობაა და დარწმუნებული ვარ, ამ პასუხიმსგებლობას თითოეული ჩვენგანი მთელი ქვეყნის, მოსახლეობის საკეთილდღეოდ ღირსეულად გავართმევთ თავს. გადავლახავთ იმ ბარიერებს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.