ქუთაისში, 60 ათას სტუდენტზე გათვლილი ახალ სასწავლო დაწესებულება აშენდება

ქუთაისში, 60 ათას სტუდენტზე გათვლილი ახალ სასწავლო დაწესებულება აშენდება

ფონდ "ქართუს" დაფინანსებით, ქუთაისში, 60 ათას სტუდენტზე გათვლილი ახალ სასწავლო დაწესებულება აშენდება.

თბილისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის პარალელურად, საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება რეგიონში უმსხვილესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, მშენებლობებს აფინანსებს ფონდი "ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი. საუბარია 500 მილიონი ევროს დაფინანსებაზე და ბიუჯეტი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

"თბილისში, ულამაზეს ადგილას  საფუძველი ჩაეყარა სრულიად ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას, ეს ინსტიტუტი გახდება ბაზა ძალიან მნიშვენლოვანი სამეცნიერო კვლევების, ამ ბაზაზე ახალგაზრდები მიიღებენ მნიშვენლოვან განათლებას, ეს დაწესებულება გახდება საქართველოში სრულიად ახალი, ადრონული თერაპიის კერა, რომელიც სიმსივნის მკურნალობის მიმართულებით იმუშავებს. ეს იქნება მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კვლევითი და სასწავლო ინსტიტუტი იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ. ამ ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთად, პარალელურად, ქუთაისში, საფუძველი ეყრება 60 ათას სტუდენტზე გათვლილ სრულიად ახალ სასწავლო დაწესებულებას, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება რეგიონში უმსხვილესი სასწავლო და კვლევითი დაწესებულება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, "ეს კვლევითი ინსტიტუტი გახდება ახალი სიტყვა საქართველოში".   

"ამ ყველაფერს აფინანსებს ფონდი "ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი. ეს არის 500 მილიონი ევროს დაფინანსება საწყისი ბიუჯეტის მიხედვით, მაგრამ ეს არ არის სრული ბიუჯეტი და სავარაუდოდ, შესაძლოა, ბიუჯეტი გაიზარდოს. ეს კვლევითი ინსტიტუტი გახდება ახალი სიტყვა საქართველოში, როგორც მეცნიერების განვითარების კუთხით, ასევე საგანმანამთლებლო კერა, რომლითაც  როგორც საქართველოს მოქალაქეეები, ასევე რეგიონის მაცხოვრებლები ისარგებლებენ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.