"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია "ექსპო ჯორჯიაში" გამართა.
კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალი წლიდან, პედაგოგების საშუალო ხელფასი 800 ლარამდე გაიზრდება.
"განსაკუთრებით უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებმაც ურთულესი პერიოდის განმავლობაში შეგვინარჩუნეს განათლებული მომავალი თაობა, უძლებდნენ უკიდურესს გაჭირვებას. ჩვენ უნდა დავაფასოთ ისინი და არ შეიძლება, პედაგოგები მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გვყავდეს სხვადასხვა გამოცდებისა და ტესტირებების მეშვეობით.
მომავალი წლიდან ახალი დაფინასებაა გათვალისწინებული. პედაგოგის საშუალო ხელფასი პირველ ეტპაზე, 800 ლარამდე გაიზრდება და შემდეგ უკვე, ეკონომიკური განვითარების პარალელურად მოხდება პედაგოგების ხელფასების კორექტირება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისევე თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში, მოხდა მნიშვენლოვანი გარდატეხა ქვეყნის ცხოვრებაში, ეს არის წნეხისგან გათავისუფლებული ბიზნესი, დაცული საკუთრების უფლება, მეწარმეობის ხელშწყობა, მრავალრიცხოვანი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით.
"სწორედ ამ საფუძველს ეყრდონობა ის 4-პუნქტიანი გეგმა, რომლის სწრაფი განხორცილებაც მოიტანს ნამდვილ ეკონომიკურ გარღვევას და ოთხი წლის თავზე, ჩვენ მივიღებთ თვისობრივად სხვა ქვეყანას. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჩვენს მოსახლეობას უნდა გავაცნოთ გეგმა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ უნდა იცხოროს საქართველომ, რა შედეგების მიღწევას ვგევმავთ და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ მოქალაქეების ცხოვრების პირობები, როგორ განვავითაორთ საქართველო უკეთეს წერტილამდე, როგორ მოვახდინოთ გარღვევა ქართული ეკონომიკის განვითარებაში. დამიჯერეთ, ეს არის ის იდეა, რომლითაც მე ვცხოვრობ, რომლითაც ვცოცხლობ, ვსუნთქავ და რომლითაც ვარ მოსული. მჯერა ამ იდეის განხორციელების, მჯერა იმიტომ, რომ გვაქვს კომპეტენცია, გყვავს პროფესინლური, გამოცდილი, საქართველოს მოყვარული გუნდი", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.