ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო დატოვა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველო დატოვა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველო დატოვეს. ნატო-ს დელეგაცია აეროპორტიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, საქართველოს ელჩმა ნატო-ში ალექსანდრე მაისურაძემ და ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გააცილეს.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით საქართველოს გუშინ ეწვია. გუშინვე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, იქამდე კი ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.

უკვე დღეს იენს სტოლტენბერგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს შეხვდა, მოგვიანებით კი ავლაბრის სასახლეში გადაინაცვლა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართა შეხვედრა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ შედგა საქართველოს პირველი პირის შეხვედრა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან, რის შემდეგაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

სტოლტენბერგი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას. ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე ”ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” და შეხვდა სტუდენტებს.

ნატო-ს ელჩები კი შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების- არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და უმცირესობების წარმომადგენლებს.

ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს უკვე მეოთხედ ეწევია, ხოლო ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველოში ეს მათი პირველი საგარეო ვიზიტი იყო.