დიდუბის რაიონის გამგეობამ ქუთაისის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაასრულა.
3500 კვ. მ ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი, ასევე მოწესრიგდა საფეხმავლო ტროტუარები და ბორდიურები.
სამუშაოების ფარგლებში, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალსადენის ქსელის მოძველებული 880 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეცვალა. ასევე, წყალარინების ქსელის 200 მეტრის სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი განაახლა. წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესებისათვის კომპანიამ, ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა. აღნიშნული ღონისძიებები ქუთაისის ქუჩის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქუთაისის ქუჩის გავლით, დადგენილი მარშრუტით გააგრძელებს მოძრაობას.