წარვადგინეთ სია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ოქტომბერში მთავრობას დააკომპლექტებს

წარვადგინეთ სია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ოქტომბერში მთავრობას დააკომპლექტებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული სია წარადგინა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სია არის მცოდნე და კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული.

„ეს არის კომპეტენეტური, მცოდნე, ქვეყნის მოყვარული ადამიანების სია, რომელიც ნამდვილად უალტერნატივოა დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში და რომელიც ჩვენს პარტიას მოუტანს გამარჯვებას და რაც მთავარია, ქვეყანას წინსვლას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით კი, სია რომელიც დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა, ოქტომბერში დააკომლექტებს მთავრობას.

„ჩვენ წარვადგინეთ სია, რომელიც დარწმუნებული ვარ, დააკომპელქტებს მთავრობას ოქტომბერში და ეს მთავრობა დაძლევს კრიზისს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.