დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქ. N3-ში მდებარე მულტიფუნქციური სპორტული მოედნიდან კალათბურთის ფარი და საკიდი მოიპარეს. ასევე, დაზიანებულია მეორე საკალათბურთო ფარი.
აღნიშნული ფაქტის შესახებ, სამართლადამცავებს ინფორმაცია მიაწოდა დიდუბის რაიონის გემგებლის მოადგილემ ზურაბ უგულავამ. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
სამტრედიის ქ. N3-ში სპორტული მოედანი გამგეობამ გასულ წელს მოაწყო. დაიგო პოლიპროპილენის მულტიფუნქციური ფილები, გაკეთდა ლითონის ბადეები, დამონტაჟდა კალათბურთის ახალი ფარები, ტრიბუნები და გარე განათების ბოძები. სტადიონის კეთილმოწყობისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 85 269 ლარი დაიხარჯა.
დიდუბის გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ დააზიანებენ სპორტულ მოედნებს და რაიონში მოწყობილ ინფრასტრუქტურას გაუფრთხილდნენ.