გვაქვს ჩვევები, რომ ევროპასთან ერთად ვიცხოვროთ და არჩევნებით ეს უნდა დავამტკიცოთ

გვაქვს ჩვევები, რომ ევროპასთან ერთად ვიცხოვროთ და არჩევნებით ეს უნდა დავამტკიცოთ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

ივანიშვილი აცხადებს, რომ ქართველ ხალხს მრავალსაუკუნოვანი კულტურა აქვს და არჩევნების გზით უნდა დაამტკიცოს, რომ ევროპის ნაწილია.

"ყველანი მოდით არჩევნებზე, ნუ მიანდობთ თქვენ ბედს სხვას. ეს თქვენი სამშობლოა და უნდა მიიღოთ მონაწილეობა საკუთარი ქვეყნის სტრატეგიის შერჩევაში. პროვოკაციას არც ერთი ამომარჩეველი უნდა წამოეგოს, ჩვენ ვართ ევროპელები, ეს უნდა დავამტკიცოთ ამ არჩევნებით. გვაქვს კულტურა მრავალსაუკონუვანი. გვაქვს ჩვევები რომ ევროპასთან ერთად ვიცხოვროთ და ამ არჩევნებით ეს უნდა დავამტკიცოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.