საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკუთარ თავთან გაურკვევლობაშია, რაც მან ვერ გაითვალისწინა.
ივანიშვილმა აღნიშნულის შესახებ, ზუგდიდში, ჟურნალისტებათან შეხვედრაზე ისაუბრა.
"მარგველაშვილს ჩემს ყველაზე დიდი შეცდომად ვთვლი. ბოდიშიც მოვუხადე საზოგადოებას. ჯერ არ მინახავს, რომ ამ ასაკის კაცი დიამეტრალურად იცვლიდეს ხასიათს. თინეიჯერის დონეზეა. გარკვევაშია ეს კაცი დღემდე და ეს ვერ გავითვალისწინე",- განაცხადა ივანიშვილმა.